20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 11:06:10, 10123 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის ფულის მოპარვა, მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს

 მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ  განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი.

„კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის ფულის მოპარვა, იმ ბავშვებისთვის, ფაფას რომ ჭამენ, წიწიბურას და კარაქს, ამ ბავშვებს ჰპარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი - მე მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს. იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე. როცა კალაძე ამბობს, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს?! ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics