00:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:36:23, 668 ნახვა

სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული თამაზ ჭ, 1998 წელს დაბადებული უშანგ კ, 1998 წელს დაბადებული გია გ, და 1999 წერს დაბადებული ანზორ ფ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2014 წლის 27 ნოემბერს ტყიბულის რაიონში სოფელ კურსებში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ანდრო კაკაბაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახში კაკაბაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანს ხელ-ფეხი შეუკრეს, ოჯახიდან ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტყიბულში დააკავეს. ოთხივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics