11:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 17:11:51, 654 ნახვა

ნიკა მელია - კობიაშვილი გლდანში უპირობოდ მარცხდება, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები

„დათო კვიჟინაძე იარაღის გამოყენებით დაემუქრა ჩვენს დამკვირვებლებს“ , - ამის შესახებ ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მან ასევე მის მხარდამჭერებს მიმართა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„იმაზე შემაშფოთებელია ვითარება ვიდრე მაყურებელს გონია, ამის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად.

უპირობოთ მარცხდება კობიაშვილი გლდანში და ეს ძალიან კარგად იციან, მობილიზება არის ყველა კრიმინალის და პოლიციასთან ერთად მივარდნენ პირველ მიკრო რაიონში, ვინმე დათო კვიჟინაძემ იარაღი ამოიღო და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებელს.

პოლიციამ კი ამ დროს ჩვენი დამკვირვებელი დააკავეს, რომელიც არ ვიცით სად არის.

წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, არამარტო გლდანში.

ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას, არ შეგიშვებთ საარჩევნო უბნებზე და არ ჩაგაშლევინებთ არჩევნებს.

ხმებს სჭირდება დაცვა და ჩემ მხარდამჭერებს მივმართავ, რომ მოვიდნენ გლდანის შტაბში და დავიცვათ ჩვენი ხმები“ , - განაცხადა ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics