01:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 10:19:53, 735 ნახვა

სხვადასხვა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით,მოსავლის აღების პროცესის მიმდინარეობასბრეძას თემში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

ბრეძას თემში350ჰა მიწის ფართობზე შპს „მექანიზატორმა“ მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ბრეძაში 400 ფერმერს აქვს დათესილი.

მოსავლის აღების სამუშაოებს აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები ახორციელებენ, რომლებიც აგროვადების დაცვით მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა.

საზღვრისპირა სოფლებში დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 12 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, რომლებმაც უკვე აიღეს 615 ჰექტარი ნათესი ფართობი და მოემსახურნენ 300-ზე მეტ  ბენეფიციარს.

დარჩენილია 490 ჰექტარი ნათესი ფართობი რომლის აღებაც უახლოეს მომავალში აგროოპერაციის ვადის სრული დაცვით დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობსჩართულია შპს“მექანიზატორის 87 ხოლო აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი.

კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია - 39 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 32, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 7), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 10, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 9), შიდა ქართლი - 53 („მექანიზატორი“ – 39, აზერბაიჯანული - 14) სამცხე-ჯავახეთში - 6 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics