16:39 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-22 13:54:57, 3382 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქმა და მიტროპოლიტმა შიომ ილია მეორეს წესი აუგეს

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის წესის აგების მსახურება აღასრულა მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსმა ბართლომეოსმა.

მსახურება პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა აღასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიო მუჯირთან და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

წესის აგების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლა ეკლესიის დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას“, - განაცხადა მან.

„საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე, წმინდა იერარქიას კი - ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღველმთავარმა მიიღო მღველმთავრობის საღვთო მადლი“, - თქვა მსოფლიო პატრიარქმა.

„პატივცემულ სახელმწიოფ ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი, ყოვლად კეთილსა და ერისმოყვანე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics