00:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 13:53:08, 1410 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამებაში შესვლა შეზღუდული იქნება

არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის თქმით, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის დღეს სამებაში შესვლა შეზღუდული იქნება. 

მისივე თქმით, იმოქმედებს საშვები.

"ფიზიკურად, კი ხედავთ, რა ხდება. მეტროდან იწყება რიგები უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მითუმეტეს, დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება და ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ეს ტერიტორია სამებიდან - სიონის ტაძრამდე. რა თქმა უნდა, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და მღვდელმთავრებისთვის იქნება მხოლოდ საშვებით შესვლა. დიდი ალბათობით, ჩვეულებრივ [იქნებიან ეზოში მოქალაქეები], ესეც გაირკვევა ზუსტად, ჯერ დადგენის პროცესია, როგორ იქნება პროტოკოლი. შიგნით არ იქნება [მედიის დაშვება], გარეთ გექნებათ შესაძლებლობა, რომ იმუშაოთ", - თქვა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება.

ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics