17:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 17:22:27, 2060 ნახვა

საზოგადოება
თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი - ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვათის ხეობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. უწყების ცნობით,ვერტმფრენმა მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე რამდენიმე ეტაპად გადაიყვანა.

მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics