17:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 11:38:22, 1547 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრები გამართეს

შენგენის ხელშეკრულების 40 წლისთავთან დაკავშირებით, "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები მიზნად ისახავდა დიალოგის გაღრმავებას თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობის შესახებ, როგორც საერთო ევროპული ღირებულებისა და სიკეთის. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ელჩებს პირადად გადასცეს წერილები, რომლებიც მიმართულია მათი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი. წერილებში ხაზგასმულია პატივისცემა შენგენის სივრცის მნიშვნელობისადმი, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით-ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დებატები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები გაიმართა გერმანიის, ნიდერლანდების, დანიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, იტალიის, საბერძნეთის რესპუბლიკის, ლატვიისა და ნორვეგიის ელჩებთან. თავის მხრივ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ძალისხმევა.

ინიციატივაში 21 ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics