2015-01-15 09:21:30, 996 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ვოლნოვახში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოროშენკოს ბრძანებით, სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, საწარმოებისა და სხვა ორგანიზაციების შენობებზე ქვეყნის სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ.
ცნობისთვის, ვოლნოვახასთან სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ავტობუსი აფეთქდა, ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 17 დაშავდა, გარდაცვლილებს შორის ერთი 14 წლის ბავშვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან