21:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 13:24:58, 465 ნახვა

სამართალი
ბადაშვილი: ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით, 700-მდე საჩივარია შემოსული

ჩამორთმეულ ქონებებზე შემოსული საჩივრების რაოდენობა 700-მდეა და ამ საქმეების გამოძიება პარალელურ რეჟიმში მოხდება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბადაშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტი იმ საჯარო მოხელეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა საქმეებს გამოიძიებს, რომლებზეც არსებულ განცხადებებში გარკვეული პრეტენზიები არსებობს.

„ეს მნიშვნელოვანი დეპარტამენტია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეს დეპარტამენტი ორიენიტრებული იქნება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოსულ განცხადებებზე. ეს დეპარტამენტი იმ საჯარო მოხელეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა საქმეებს გამოიძიებს, რომელზეც არსებულ განცხადებებში გარკვეული პრეტენზიები არსებობს. შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა საზოგადოების მაღალი ინტერესი და ამ დეპარტამენტში დავასაქმეთ ისეთი პირები, რომლებზეც სამართალდამცავებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ეს მათ მიმართ ნდობას გაზრდის“, - განაცხადა ბადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში 52 000-ზე მეტი საჩივარია შესული.

„შემოსული განცხადებების დიდი ნაწილი შესწავლილია. სულ შემოსულია 52 000-ზე მეტი განცხადება. ეს განცხადებები შესწავლილია და დახარისხებულია. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევის საკითხებს, სულ 700-მდე საჩივარია შემოსული. ამ საქმეების გამოძიება იმ რესურსების გათვალისწინებით დაიწყება, რაც დეპარტამენტს გააჩნია. შემოსული განცხადებების გამოძიება პარალელურ რეჟიმში, ვგულისხმობ, მაგალითად ქონების ჩამორთმევის საქმეებს, რომელიც 700-მდეა, პარალელურ რეჟიმში მოხდება. გეტყვით, რომ ყველა საქმის გამოძიებას შესაბამისი პერიოდი სჭირდება“, -განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics