17:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-06 11:17:54, 2833 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები პოკროვსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ - ISW

უახლოეს თვეებში რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, შეეცდებიან პოკროვსკის ალყაში მოქცევას და დონეცკის რეგიონში უკრაინელი დამცველების გამაგრებული თავდაცვითი ხაზის დასავლეთიდან გვერდის ავლას. ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.

ანალიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ რუსეთის არმია ცოტა ხნის წინ პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიძრა და შესაძლოა, დობროპოლიეს მიმართულებით წინსვლის გაგრძელება სცადოს.

კერძოდ, 4 ივლისს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ რუსებმა ცოტა ხნის წინ აიღეს კოპტევო და შევჩენკო პერვიე და ასევე დაიკავეს სოფელ რაზინოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილისკენ დაიძრნენ.

„რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ ისარგებლეს შესაძლებლობით და პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით წინ წავიდნენ, მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისიდან ყურადღება პოკროვსკი-კონსტანტინოვკა T-0504 გზატკეცილის გასწვრივ წინსვლაზე გაამახვილეს“, - განაცხადა ISW-მ.

ინსტიტუტმა დასძინა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა შესაძლოა გეგმავდეს პოკროვსკსა და ტორეცკს შორის წინსვლის გამოყენებას პოკროვსკის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ალყაში მოსაქცევით ან კონსტანტინოვკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოზიციების სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან გვერდის ავლით.

„ამ თავდასხმების განმახორციელებელი რუსული დანაყოფები საბრძოლო მოქმედებებში 2025 წლის თებერვლიდან და მარტიდან არიან ჩართულნი, როდესაც ისინი პოკროვსკის აღმოსავლეთით მოქმედი რუსული ძალების გასაძლიერებლად გადაინაცვლეს“, - იხსენებენ ანალიტიკოსები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics