03:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 17:45:54, 1145 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ

ჩვენ უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს ზუსტად ის წინადადებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს აშშ-მა წამოაყენა. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამას დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ყველა პარტნიორისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს.

„ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა პარიზში უკვე იყო. დღეს მოლაპარაკებები ლონდონში გრძელდება. მკვლელობების დასრულება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და გვეხმარება, რომ ომი დავასრულოთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics