|
2025-03-24 18:51:18, 1139 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია
აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „ამას კავშირი არ ჰქონია. არასწორად არ გამიგოთ, მორალი ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, დგანან თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს გვერდით, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ პაუზამ კურსკის ოპერაციაზე გავლენა მოახდინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს ენდობა, მაშინაც კი, როდესაც ამერიკული დაზვერვა პუტინის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის. „მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ წევრზე ინფორმაციის მეშვეობით გავლენის მოხდენა მოახერხა. ამერიკელებისთვის მათი სიგნალი იყო, რომ უკრაინელებს ომის დასრულება არ სურდათ და რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)