13:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 11:37:41, 1053 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა თავი მოიკლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტისა  და ოპერატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელი მათი ყოფილი კოლეგა ვესტერ ლი ფლენიგანი აღმოჩნდა. 
თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ფლენიგანმა  ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსს“ ფაქსით წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა. 
როგორც ფლენიგანმა  აღნიშნა, მას ყველაზე მეტად ამერიკაში რასისტული და სექსუალური დისკრიმინაცია აღიზიანებდა. 
მისი თქმით, ის არაერთხელ ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი. 
ცნობისთვის, აშშ-ში, ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს.
BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics