21:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 21:09:43, 950 ნახვა

Lifestyle
1960 წლის 4 ივლისს თბილისში ანალოგიური ტრაგედია დატრიალდა - მწერალ ედიშერ ყიფიანის ჩანაწერიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა 1960 წლის 4 ივლისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწერალ ედიშერ ყიფიანის ჩანაწერი. 
„ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. 
დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!

როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა.
ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო, და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო!

თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე. ალბათ როგორ ესიამოვნათ პირველად, როცა ზაფხულის ამ თბილ დილას წყალი შეუდგათ მუხლამდე, მაგრამ მერე? ალბათ ვცდები, ასე არ მოტყუვდებოდნენ, ალბათ, ყოველმა მხეცმა ინსტიქტით იგრძნო საშიშროება და დაიწყო ბრძოლა გალიებში, ისე თვალნათლივ ვიგრძენი ეს სურათი, რომ ....მაჟრჟოლებს ხოლმე,
როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები, იმიტომ რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. რა მოულოდნელი იყო ალბათ ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისათვის იქნებოდა, მხოლოდ ბეჰემოტმა შესძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი. როგორ მეცოდებიან ლომები, ვეფხვები და არწივი.
ის ღრუბლები მოვიდნენ აფრიკიდან“, - ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკიდან 1960 წ. 4 ივლისი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics