2015-06-04 16:51:33, 894 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელად ეკა ზღულაძეს მოიაზრებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს მოიაზრებს.
„დაწყებულია კანონების მიღება, რომლებიც შსს-ს რეფორმას მოაწესრიგებს, ისინი ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურისგან განცალკევებას ითვალისწინებს, იქმნება მუნიციპალური დაცვა და ახალი პოლიცია. მომავალ ხელმძღვანელად ვხედავ ისეთ ადამიანს, როგორიცაა ეკა ზღულაძე - სუფთას, რომელსაც არ გააჩნია კორუფციული კავშირები და განწყობილია რეფორმებისთვის. მაგრამ ეს პარლამენტისა და მთავრობის საქმეა“,– აღნიშნა პოროშენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან