13:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 18:36:22, 1313 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ წიგნი გამოიცა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ წიგნი გამოიცა. წიგნის გამოცემა პრეზიდენტის  სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. პროექტი სახელმწიდებით "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების 145 დეპუტატის ბიოგრაფიათა კრებული" საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ განახორციელა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისა და ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ მიმავალ გზაზე სწორედ,პირველი რესპუბლიკის გამოცდილებას ეყრდნობა.

"ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ურთულესი ვითარება, ორი რეგიონი არის ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას. ამ სახელმწიფოს იდეოლოგიური აქტორები ცდილობენ დაარწმუნონ ყველა, თითქოს საქართველოს ოკუპაცია ბუნებრივი პროცესია. მინდა ნათლად ვთქვა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ აღიარებს ამ უსამართლობას,"- ეს განცხადება პრეზიდენტმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.

​საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იდეის ავტორებს და წიგნის შემქმნელებს.

ფოტო: ქეთი ლაცაბიძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics