03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-23 19:48:54, 1448 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე: პატრიარქის მიერ 9 წლის წინ დაწერილი ბრძანება არის ანდერძი

უნდა მივიჩნიოთ, რომ პატრიარქის მიერ 9 წლის წინ დაწერილი ბრძანება არის ანდერძი - თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

"მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველ კომენტარის გასაკეთებლად, როდესაც მივდიოდი ტელევიზიაში, უწმინდესმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. მედო ფურცელი და ვიწერდი მის საუბარს, ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს.

მან ასეთი რამ თქვა: რომ "არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში (მაშინ გახსოვთ, რომ ძალიან უხერხული თემები ტრიალებდა, თითქოს ქამარზე ჰკიდია სეიფის გასაღები და ა.შ.), ასე რომ ამბობენ, ქამარზე ჰკიდია გასაღებიო თუ აქ არის, ან იქ არისო, ახლა ამ თემებით რომ აღარ დაინტერესდნენ, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და ხმამაღლა გამოვაცხადეო, რათა აღარ ჰქონდეს ბჭობაო.

ამიტომ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძი." - განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics