19:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 14:58:12, 2186 ნახვა

მსოფლიო
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია

სამხრეთ ჩინეთის მორნინგ პოსტის ცნობით, სამოცდათექვსმეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ 62 ადამიანი ვან ფუკ კორტის საცხოვრებელი კომპლექსის შვიდ შენობაშია ჩარჩენილი, დაახლოებით 280 კი დაკარგულად ითვლება. სამ შენობაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს.

კომპლექსის რემონტზე პასუხისმგებელი სამშენებლო კომპანიის სამი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს და ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენეს. მიმდინარეობს გამოძიება რემონტის დროს შესაძლო კორუფციის ფაქტზე.

სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ რემონტის დროს გამოყენებული იყო ადვილად აალებადი პოლისტიროლის ქაფი და რომ ხარაჩოები ბამბუკისგან იყო დამზადებული - უხარისხო მასალების გამოყენებამ ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.

სამხრეთ ჩინეთის მორნინგ პოსტი იუწყება, რომ ტაი პოს ხანძარი ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში ქალაქში ყველაზე დამანგრეველია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics