12:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 19:26:54, 420 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: უზენაესის თავჯდომარეობაზე პოლიტიკოსს შეუძლია თავისი კანდიდატურა დააყენოს

„აზრი, რომ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობაზე თავისი კანდიდატურა დააყენოს, ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 
მისივე თქმით, ფრაქციაში თანხმდებიან, რომ ადამიანი, ვინც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის  კანდიდატურად იქნება დასახელებული, ვინმეს პოლიტიკურ ნებას არ უნდა ემორჩილებოდეს. 
„აქ ორ საკითხზეა საუბარი. პირველი – შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კრიტერიუმები, თუ არ უნდა ყოფილიყო. ხოლო, მეორე თემაა თავად კრიტერიუმები. ფრაქციაში ორმოცდაშვიდივე  წევრი ვთანმხდებით იმაზე, რომ ადამიანი, ვინც იქნება დასახელებული კანდიდატურად, არ უნდა ემორჩილებოდეს ვინმეს პოლიტიკურ ნებას. ამასთან, თავიდან გაკეთებული იყო არასწორი განცხადებები და განმარტებები.  ის აზრი, რომ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურმა  ფიგურამ თავისი კანდიდატურა  დააყენოს, ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.  ვფიქრობ, პრობლემა იყო კომუნიკაციაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics