2015-08-20 22:34:04, 1012 ნახვა
მსოფლიო
ალექსის ციპრასი გადადგომას აპირებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი გადადგომას აპირებს.
ამის შესახებ მან ერისადმი საგანგებო ტელემიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მან ქვეყნის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს გადადგომისა და სექტემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თხოვნით უკვე მიმართა.
ციპრასის განცხადებით, მასთან ერთად საბერძნეთის მთელი მინისტრთა კაბინეტიც გადადგა.
პრემიერის განცხადებით, მას საკუთარი მიღწევები ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამოაქვს და ქვეყნის განვითარების არჩევანის გაკეთებას სთავაზობს.
ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაინიშნება.
ალექსის ციპრასი საბერძნეთის მთავრობას 2015 წლის 25 იანვრიდან ხელმძღვანელობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან