13:56 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 18:17:22, 1837 ნახვა

სხვადასხვა
კლოდ მონეს ტილო "თივის ზვინი" აუქციონზე 81,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს ტილო "თივის ზვინი" "კრისტის" აუქციონზე 81,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, ეს ცნობილი ფრანგი ფერმწერის ნამუშერებისთვის რეკორდული თანხაა. წინა რეკორდი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა.

კლოდ მონემ ტილო "თივის ზვინი" 1891 წელს დაწერა. აღნიშნული ტილო ერთ-ერთია სერიიდან, რომელშიც 25 ნახატი შედის.

სპეციალისტებმა ნახატი 40 მილიონ დოლარად შეაფასეს. ამასთან, მის გაყიდვას 45 მილიონ დოლარად ვარაუდობდნენ.

ცნობისთვის, 2015 წლის მაისში პაბლო პიკასოს ნამუშევარი "ალჟირის ქალები" "კრისტის" აუქციონზე 179 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ მომენტისთის ეს ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics