2015-01-10 10:01:25, 978 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტებმა ოთხი მძევალი მოკლეს
ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში გუშინ ტერორისტებმა ოთხი მძევალი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა.
სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია თავდამსხმელი ამედი კულიბელიც.
ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი გუშინ ერთდროულად დაიწყო. ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან. ყველა მძევალი გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან