2020-11-01 15:20:29, 690 ნახვა
ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის ოლქში მეორე ტური გაიმართება
21-ე, ბაღდათის, ტყიბულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქში, მეორე ტური გაიმართება.
ცესკოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა, რომლის მიხედვითაც ოლქის 157-ვე უბნის მონაცემები დათვლილია.
მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ ხმათა 49.15% დააგროვა, რაც საკმარისი არაა არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად. წაქაძე მეორე ტურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” კანდიდატს, კახა გეწაძეს დაუპირისპირდება, რომელმაც ხმათა 27.01% მიიღო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან