03:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 12:30:59, 495 ნახვა

პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილის ინიციატივით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ვაზაგაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.

კაკაბაძისთვის შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილი შეხვედრით კმაყოფილი იყო. რაც შეეხებ იმას, ჩაერთვება თუ არა ორგანზიაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" აქციებში, კაკაბაძემ განაცხადა, რომ აქციებს იმ შემთხვევაში გამართავენ, თუკი  ხელისუფლება იური ვაზაგაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიების შედეგებს დროულად არ დადებს.

"მას შეხვედრა ჰქონდა რამოდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილთან.შეხვედრის შედეგები ჩემთვის ცნობილი არაა. მხოლოდ  ვიცი რომ ჰქონდა შეხვედრა და კმაყოფილი იყო. დაკრძალვამდე არაფერი არ იგეგმება და დაკრძალვიდან ინტენსიურად მივყვებით იმ პროცესს, რასაც საქმის გამოშიება ჰქვია. იქნება აქციებიც, მთავარია,  როგორი პოზიცია ექნება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური,  მაშინ საზოგადოება მას აიძულებს,  რომ გახდეს ადეკვატური",-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics