13:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 19:47:04, 3097 ნახვა

კულტურა
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ვენტა კოცერე საქართველოსა და ლატვიის  რესპუბლიკას  შორის  მეგობრული  ურთიერთობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის  საქმეში  შეტანილი  პირადი  წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო დიდად აფასებს იმ საქმიანობას, რომელსაც ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა და მისი დირექტორი ახორციელებს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში არსებული  ქართული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს გაიხსნა.  საქართველოს პრეზიდენტმა საგანმანათლებლო ცენტრს ქართული ლიტერატურული გამოცემები გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკაში  გამოფენილი ქართველი მხატვრის ნუგზარ პაქსაძის ნახატებიც დაათვალიერა.

ვენტა კოცერეს დაჯილდოების ცერემონიას  რიგაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics