2015-02-12 00:34:28, 788 ნახვა
სხვადასხვა
რუს ჟურნალისტს რომელმაც პრეზიდენტ პოროშენკოს უყვირა სამიტის გაშუქება აუკრძალეს - ვიდეო
"ბატონო პოროშენკო რატომ ესვრით მშვიდობიან მოსახლეობას?" - ამ შეკითხვით მიმართა, ტელეკომპანია ВГТРК-ს ჟურნალისტმა პაველ ზარუბინმა უკრაინის პრეზიდენტს, როცა იგი მინსკის სასახლეში შედიოდა.
რუსმა ჟურნალისტმა ორჯერ ხმამაღლა დაიყვირა თუ რატომ ესროდა პოროშენკო მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინის ლიდერის მხრიდან, პოზიცია უკომენტაროდ დარჩა.
სამიტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს აეკრძალა მისი გაშუქება და მინსკის სასახლე დატოვა.
ვიდეო
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან