03:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 13:28:51, 700 ნახვა

რეგიონი
ბათუმის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ  ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოსახლეობისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს.  პროექტში ასევე გათვალისწინებულია მწვანე კონცხისა და მახინჯაურის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია.  900კუბ/მ და 2800 კუბ/მ  მოცულობის რეზერვუარი  ზღვის დონიდაც 57 მეტრზე მდებარეობს.     პროექტი ევროკავშირის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

„ამ ეტაპზე, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ცენტრალური წყალმომარაგების მილების მონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სამუშაოები 2015 წლის მარტში დაიწყო და 28 თვეზეა გათვლილი.  ადგილზე 15 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯითაში“  ასრულებს.

პროექტის აღნიშნული მონაკვეთის   ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს.  სამუშაოები მარტში დაიწყო და 2017 წლის II კვარტლისთვის უნდა დასრულდეს.

III ფაზის სამუშაოები  45 მილიონი დოლარი ჯდება და მოიცავს ე.წ. ჭაობის დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც წყალარინების საწნევო, ასევე, თვითდენითი მაგისტრალების მშენებლობა და ინდივიდუალური დაერთებების მოწყობა. განხორციელდება წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყება. ამ ეტაპზე, სამუშაოები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, III ფაზის სამუშაოების ფარგლებში, სულ მალე, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ანგისის, თამარის დასახლების, ბონი-გოროდოკის, ჩაისუბნის ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაზე. სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics