2020-03-26 14:49:32, 17254 ნახვა
High - Tech
Marshall Uxbridge Voice-ჭკვიანი ხმის გამაძლიერებელი, რომელთანაც საუბარს შეძლებთ
Marshall Uxbridge Voice არის ჭკვიანი ხმის გამაძლიერებელი, რომელსაც Amazon-ის ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მხარდაჭერა გააჩნია. "სპიკერს" 2 აქტიური დინამიკი აქვს. რაც შეეხება ხმოვანი ბრძანებების დამუშავებას, მათზე ულტრამიკროტალღური მიკროფონი ზრუნავს.
Uxbridge Voice-ს, Apple AirPlay 2, Bluetooth და Spotify Connect-ის მხარდაჭერა გააჩნია. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით დევაისის რამდენიმე სცენარით გამოყენებას შეძლებთ.
Marshall Uxbridge Voice ტრადიციულად შავ და თეთრ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი, მისი გაყიდვები 8 აპრილიდან დაიწყება და სასტარტო ფასი საკმაოდ მისაღები 199$ იქნება.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან