|
2026-03-18 21:02:48, 2233 ნახვა
პოლიტიკა
ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, მას კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი — მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე. ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს — კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)