01:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 13:42:54, 12248 ნახვა

ეკონომიკა
Skinest Group მმართველი პარტნიორი - საქართველოს რკინიგზაში კოსმოსური კორუფციაა, იპარავენ ყველაფერს რისი მოპარვაც შეიძლება

ესტონელ ბიზნესმენი, Skinest Group მმართველი პარტნიორი, ოლეგ ოსინოვსკი, აცხადებს, რომ "საქართველოს რკინიგზაში" კორუფციის დონე კოსმოსური იყო. 

ბიზნესმენის თქმით, "რკინიგზაში" ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა.

"ბოლო 4 წლის განმავლობაში ალბათ საქართველოს რკინიგზაში კორუფციის დონე უბრალოდ კოსმოსური იყო. ეს არ იყო საქართველო, ეს იყო ზიმბაბვე. ყველაფრის მოპარვა შეიძლებოდა, ანუ კორუფციის დონე ტენდერებში კატასტროფული იყო, ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა, ყიდულობდნენ პროდუქტებს, რომლებიც არ იყო საჭირო. უბრალოდ მოიგონეს პროდუქტები, რომ მოეპარათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო და ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო ვიბრძოდით, რაღაცას ვიხსნიდით მთავრობას, სადღაც გამოდიოდა, სადღაც არა. მაგრამ ზოგადად, ძალიან სამწუხარო საყურებელი იყო - ამბობს BM.ge-ს ეთერში ესტონელ ბიზნესმენი.

Skinest Group რკინიგზის ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობდა, რომელიც რკინიგზის ლოკომოტივების შეკეთებაზე გამოცხადდა. 270 - მილიონიან ტენდერში კომპანია "გეორგიამ" გაიმარჯვა, რომელიც დამკვეთს ლოკომოტივების რუსეთში შეკეთებას სთავაზობდა, Skinest -ს კი დაკვეთა ევროკავშირის ქვეყანაში უნდა შეესრულებინა. ამ საქმეზე კომპანიამ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics