17:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 20:21:38, 1005 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 ივნისს, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხვალ, 25 ივნისს, 11:00 სთ-ზე, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიაზე ქართველ მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ასევე მიულოცავენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, ასევე მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ღონისძიების ფარგლებში საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics