|
2023-11-06 14:35:27, 1867 ნახვა
სპეციალური ანონსი
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით მიუნხენს ეწვევა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 7 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა და მიუნხენში, კომპანია MAN-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კახა კალაძე ასევე, დაათვალიერებს MAN-ის საგამოფენო დარბაზს, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსებია განთავსებული. „მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში მომავალი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად იგეგმება. დღეის მდგომარეობით, დედაქალაქს ემსახურება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 234 ერთეული 10 და 12-მეტრიანი ავტობუსი. 2024 წლის ბოლომდე ქალაქს ეყოლება MAN-ის მარკის 400-მდე ავტობუსი, რაც ავტობუსების მთლიანი პარკის, დაახლოებით, 40% იქნება. ამ ეტაპზე, თბილისის ავტოპარკი, ჯამში, 860 ავტობუსს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)