2015-01-05 10:17:19, 1053 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 700 ოჯახს, მათ შორის, მრავალშვილიანებსა და მარტოხელებს, ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
შს სამინისტრო აგრძელებს საქველმოქმედო აქციას, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მრავალშვილიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მოიცავს. სამინისტრო სულ 2000-მდე ოჯახს ეხმარება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან