15:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 17:27:09, 986 ნახვა

მსოფლიო
არტილერიული იერიშის შედეგად მარიუპოლში 16 ადამიანი დაიღუპა, 83 დაშავდა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მარიუპოლის დაბომბვა გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, არტილერიული იერიშის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქალაქის საავადმყოფოები გადავსებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მარიუპოლის დაბომბვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს და ქალაქის დაბომბვას პროვოკაციას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ კიევთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და დონეცკის ოლქის საზღვრამდე შეტევის პირობა დადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics