02:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 17:16:00, 913 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა

დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა.

 მან, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე ისაუბრა.

„საქართველო აღმოსავლეთ პარრტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ, ჩვენ ველოდებით შედეგს, დადებით რეკომენდაციებს და იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რიგაში, ამ მიმართულებით წარმატებული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ე.წ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics