2016-03-24 15:02:07, 1018 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვს
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა, სვენ მარიმ განაცხადა, აბდესლამი ბელგიის პოლიციასთან აღარ თანამშრომლობს და სურს, რაც შეძლება მალე გადასცენ საფრანგეთს.
ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის სალაჰ აბდესლამი 4 თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში, 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.
ცნობისთის, თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან