03:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:21:47, 6310 ნახვა

ომი უკრაინაში
რა დაავადებების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ COVID-19 -ს ყველაზე მეტად

იტალიელმა მედიკოსებმა დაასახელეს ქრონიკული დაავადებების სია, რომლის მქონე ადამიანები ახალ კორონავირუსს ყველაზე მეტად უნდა მოერიდონ. - ამის შესახებ, სამედიცინო პორტალი Simit.org წერს.
ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები აღმოჩნდნენ. ინფიცირების შემთხვევაში მათი გამოჯანმრთელების შანსებს 10,5% აკლდება.
COVID-19 - ს დიაბეტის ორივე ტიპის მქონე პირებიც უნდა მოერიდონ, რადგან მათი გამოჯანმრთელების შანსები 7,3% მცირდება.
ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანების გამოჯანმრთელების შანსი 6,5%-ით კლებულობს.
რისკის ჯგუფში მაღალი წნევის მქონე ადამიანებიც მოხვდნენ - მათი გამოჯანმრთელების შანსი 6%-ით, ხოლო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების გამოჯანმრთელება 5,6%-ით დაბალია, ვიდრე სრულად ჯანმრთელი ადამიანების.
რაღათქმაუნდა ზემოთ მოყვანილი ციფრები ზოგადია და ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტი ვარაუდი იმისა, თუ რომელი დაავადება  COVID-19 - ით დაინფიცირებულ ადამიანს გამოჯანმრთელების პროცესში ყველაზე მეტად ხელისშემშლელი.
22 მარტს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვი 13031-ზე მეტია. გამოჯანმრთელდა 92335 ადამიანი.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics