14:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 11:17:51, 1228 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ პაციენტი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, ერთი კვირა თითიზოლაციაში იქნება.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს საავადმყოფოს. კიდევ ერთხელ შეფასდება სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს, მაგრამ როდის ვერ გეტყით. დატოვების შემდეგ, პაციენტი მაინც ერთი კვირის განმავლობაში გადავა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში“, - განმარტავს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას ორჯერ ზედიზედ ჩაურადა covid19-ზე ტესტი, პასუხი ორივეჯერ უარყოფითი იყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics