18:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 12:16:45, 463 ნახვა

სამართალი
ოთარ კახიძე: მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, პროკურორები გატყუებენ

მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, გატყუებენ პროკურორები, რადგან ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის დევნილთა სიიდან ლტოლვილის სტატუსის გამო არ ამოუღიათ, - ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახიძემ განმარტა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშილის ძებნილთა სიიდან ამოღების მიზეზი პოლიტიკური დევნის მაღალი ალბათობა გახდა.

„ეს განცხადებები პროკურატურის მხრიდან კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რათა დაამშვიდონ, იმიტომ, რომ გაბრაზებულია ძალიან მათზე. მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას, რომ გატყუებენ პროკურორები, ვინაიდან, მაგალითად ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ის ჯერ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ამიტომ, მთავარი გახლავთ ის, რომ ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეებზე. ამ შემთხვევაში, ზურაბ ადეიშვილთან მიმართებაში დადგინდა, რომ მაღალი ალბათობით, შესაძლოა ადიგლი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics