2015-01-13 13:31:37, 494 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მრჩევლებს ხვდება.
როგორც ჟურნალისტებისთვის არის ცნობილი, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხება.
სავარუადოდ, ცვლილება მრჩევლებს შეეხოთ.
არსებული ინფრომაციით, პრეზიდენტის ერთ-ერთ მრჩევლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ინიშნება.
კახა კოჟორიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მედიისთვის განცახდებას გააკეთებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან