19:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 16:55:25, 909 ნახვა

მსოფლიო
Charlie Hebdo-ს ახალ ნომერში მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურას ისევ დაბეჭდავენ

Charlie Hebdo-ს ახალ ნომერში მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურას ისევ დაბეჭდავენ.

ამის შესახებ სატირული ჟურნალის ადვოკატმა რიშარ მალკამ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალი უკან არ დაიხევს, რადგან ეს ტერორისტების გამარჯვება იქნება.

მისივე თქმით, Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი 14 იანვარს მილიონიანი ტირაჟით გამოვა.

ჟურნალის ყდა დღეს საღამოს იქნება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ სატურული ჟურნალის მომზადებაში სხვადასხვა ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის „ლიბერასიონის“ და „ლემონდის“.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics