13:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 11:37:38, 883 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა დონბასში მორიგი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა

დონბასში რუსეთმა მორიგი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონდა გაგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ოლეგ ვორონოვის განცხადებით,  ჰუმანიტარულ დახმარების კოლონა 30 ავტომობილისგან შედგება, რომლებსაც  200 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვთ.

მისივე ინფორმაციით, კოლონა დებალცევოსა და სხვა რეგიონებს დაეხმარება.  უფრო კონკრეტულად კი, 15 სატვირთო დონეცკის, ხოლო 15 ლუგანსკის რეგიონში ჩავა.

ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტებისგან, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთებისგან შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics