19:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-30 11:10:01, 1141 ნახვა

კომენტარი
კალასი - ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.

„დღეს განვიხილავთ, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ზელენსკი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყინული აქტივების საკითხსაც სიღრმისეულად განვიხილავთ. გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს და ამის შესახებ დებატები ნამდვილად გვჭირდება. ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს აქტივები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, - განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას განვიხილავთ და იმას, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. სამწუხაროდ, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და ეს კვლავ პრობლემად რჩება“, - აღნიშნა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics