21:49 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 00:50:15, 33916 ნახვა

Lifestyle
ავსტრია ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა

ფილიპინური წარმოშობის ავსტრიელმა იოჰანეს პიტჩმა შეასრულა პოპ-ოპერის სტილის კომპოზიცია „Wasted Love“ და პროფესიონალი ჟიურის და მაყურებლის გული მოიგო. ბუკმეკერების ფავორიტი, შვედეთი, საბოლოოდ მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა.
ავსტრიამ 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 24 წლის ჯეიჯეის (იოჰანეს პიჩი) საოპერო ბალადით „Wasted Love“ გაიმარჯვა. შეჯიბრი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა.

კონკურენცია დაძაბული იყო, ისრაელი ბოლო მომენტამდე ლიდერობდა სიმღერით „New Day Will Rise“, რომელიც იუვალ რაფაელმა შეასრულა. ისრაელელმა მაყურებლის ხმებით გაიმარჯვა, თუმცა ჟიური განსაკუთრებით არ აღაფრთოვანა. ავსტრიელი პროფესიონალების ფავორიტი გახდა და ორი ხმის ჯამის მიხედვით, გამარჯვებულიც გახდა.

სამეულში ესტონელმა მომღერალმა ტომი კეშმა დაასრულა სიმღერით „Espresso Macchiato“.

ბუკმეკერების ფავორიტი, შვედეთი, ფინური ტრიო KAJ-ის საუნაზე შესრულებული სიმღერით, მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics