13:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:20:10, 384 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ მინსკში შეთანხმება შედგა, თუმცა კითხვები მაინც იბადება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მინსკში, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეაფასა.

როგორც ბაქრაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა.

 თუმცა მისი თქმით, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე კითხვები მაინც იბადება.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა კითხვები მაინც იბადება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც ხელშეკრულება და მისი თითქმის არც ერთი პუნქტი არ სრულდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რა თქმა უნდა უკრაინას ვუსურვებ ცეცხლი შეწყდეს, თუმცა გამომდინარე ჩვენი არასახარბიელო გამოცდილებიდან უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა 16:00 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი 15 თებერვალს 00:00 საათიდან იქნება  და ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics