02:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 15:35:07, 692 ნახვა

სამართალი
საქართველოში ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლების მიერ ერთობლივი ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 04.12.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ნიდერლანდების და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჰალალ იალდიზკაიას ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე, 196-ე, 197-ე, 198-ე, 213-ე, 214-ე, 324-ე; 05.11.2002 წლის სამეფო ბრძანების მე-4, მე-8 და 9-ე, 27.06.1969 წლის კანონის 21-ე და 22-ე; 28.11.1969 წლის სამეფო ბრძანების პირველი ნაწილის მე-2 თავის 33-ე; 25.11.1991 წლის სამეფო ბრძანების 175 1o e); ბელგიის სოციალური სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე, 102-ე, 103-ე, 221-ე მუხლის 1 1o ნაწილი, 232-ე მუხლის 1, 1o ნაწილი, 233-ე მუხლის პირველი თავის 3o მუხლით 235-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს გაყალბებას, თაღლითობას და კრიმინალური ასოციაციის წევრობას.

"2001-2008 წლებში ჰალილ იალდიზკაია ბელგიაში იყო რამდენიმე კომპანიის მენეჯერი და დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში მან მთავრობას 241 დასაქმებული პიროვნების შესახებ ყალბი დეკლარაცია წარუდგინა.

ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",-განმარტავენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics