02:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 12:15:45, 672 ნახვა

ეკონომიკა
"S&P"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით უცვლელი დატოვა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით უცვლელი დატოვა.

S&P - მა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო ბუფერების ზრდასა და საჯარო ფინანსების სიძლიერეზე. კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი კვლავ გადააჭარბებს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს.

S&P - ის პროგნოზით, 2026 და 2027 წლებში ეკონომიკური ზრდა შესაბამისად 5.4% და 4.8% იქნება. სარეიტინგო სააგენტომ პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ მოლოდინები და აღნიშნა Eaglehills - ის მასშტაბური ინვესტიციის შესახებ.

სარეიტინგო კომპანიამ შეფასებაში განსაზღვრა ის ძლიერი ფაქტორები, რომელთაც გავლენა მოახდინეს საქართველოს არსებულ შეფასებაზე რეიტინგში. კერძოდ, ქვეყანას აქვს ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე ზომიერი სახელმწიფო ვალი, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დროულ შეღავათიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, რაც რეიტინგზე პოზიტიურად აისახება.

S&P - ის შეფასებით ეფექტური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის პარამეტრები ნაწილობრივ განპირობებულია სტრუქტურული რეფორმებით, რომლებმაც ასევე გააუმჯობესეს ბიზნეს გარემო.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებებში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენციები: ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება, საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად იზრდება, შენარჩუნებულია საბანკო სექტორის სიძლიერე, ბიუჯეტის მაჩვენებლები: ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, შესაბამისობაშია მაასტრიხტის კრიტერიუმების მსგავს ზღვრულ მაჩვენებლებთან.

S&P - ის პროგნოზით ინფლაცია 2026 წლებში 3.5%-ს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი საშუალოდ 2.0%-ის გარშემო იქნება.

S&P - მა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონემდე ზრდაზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეზერვების ამგვარმა ზრდამ გააძლიერა საქართველოს საგარეო ბუფერი და გაზარდა ეროვნული ბანკის შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს და მართოს გაცვლითი კურსი მერყეობის შემთხვევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics