14:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 18:54:22, 1477 ნახვა

კომენტარი
ბადრი ესებუას ადვოკატი - ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს

[ბადრი ესებუა] ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს, - ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდგომ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მას ბადრი ესებუამ მოახსენა, როდესაც მასობრივ საშუალებებში მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ ეს განცდა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პოლიციას ემალებოდა.

"ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა.

მისი განმარტება ესეთია, რომ იმ დღის მერე, როცა გაჟღერდა მასობრივ საშუალებებში სახელი და გვარი, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, შესაბამისად წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა." ამბობს ადვოკატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics