19:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 19:54:20, 1681 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე თანაპარტიელების შიმშილობაზე - ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი

დეკანოიძე შიმშილობაზე - ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი

ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ თანაპარტიელების შიმშილობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არ ემხრობა არანაირ თვითდაზიანების მეთოდს და მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროტესტის ამგვარი ფორმა.მან დასძინა,რომ განსაკუთრებით ნერვიულობს ანი წითლიძეზე,რომელსაც,როგორც თითოეულ თანაპარტიელს,აქვს ემოციური ფონი.


"ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, ჯერ კიდევ გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ჩემს მეგობრებს ჰქონდათ შიმშილობის იდეა. მათ დღეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. მე პირადად და რამდენიმე ადამიანი ფრაქციაში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, ჯანმრთელობის ნებისმიერი დაზიანების მიმდინარეობისას ვარ წინააღმდეგი და ისინი ჩემი მეგობრები არიან. განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე, არ მიწყენენ, ალბათ ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ბევრი ვეცადე, რომ ანი გადამერწმუნებინა, მაგრამ ანის ძალიან ემოციური ფონი აქვს და ყველა ჩვენგანს აქვს ემოციური ფონი." - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics